პროექტი

პროექტის    სახელწოდება
,,ოქროს   ხანა  საქართველოში-თამარ  მეფე’’
პროექტის   მთავარი  იდეა:
წარმოაჩინოს   საქართველოს   ძლიერების  ხანა ,თამარ მეფის  ღვაწლი, ისტორიული  ფაქტების  დახმარებით.
პროექტის  აქტუალობა:
ამ  პროექტის   საშუალებით  ბავშვები გაიგებენ  თუ რა  ცვლილებები  მომხდარა  საქართველოში  თამარის  გამეფებასთან  დაკავშირებით. განსაზღვრავენ  ქალის  როლს  საქართველოს  ისტორიაში, მის  მიერ   გატარებულ  რეფორმებს  ,რომელმაც  საქართველო   უძლიერეს  სახელმწიფოდ  აქცია.
პროექტის  მიზნები:
კვლევის, ინფორმაციის  მოძიების და  კრიტიკული  აზროვნების  განვითარება. მოსწავლეები  გაეცნობიან  თუ  რაოდენ    მნიშვნელოვანია  თამარის  მეფობის  ხანა    საქართველოსთვის.
მოსწავლეთა  ასაკი
15წელი
ვადები-ხანგრძლივობა
1თვე
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები  რაც შეიძლება  შეიქმნას. 
პროექტის  ბოლოს  შევქმნით  ბლოგს ,სადაც  ავტვირთავთ თემის  ირგვლივ  მოპოვებულ  მასალასა და ინფორმაციას , აქ   თანმიმდევრულად  იქნება   ასახული თუ რა  ცვლილებები  მოხდა  საქართველოს   ისტორიაში,  თამარის   მეფობის  დროს. ამავე თემით   შეიქმნება   კედლის   გაზეთი.
პროექტისთვის  საჭირო  რესურსები:
წიგნი, კომპიუტერი,  სურათები, ნახატები.
უნარ-ჩვევები
ამ პროექტზე  მუშაობით მოსწავლეებს  გამოუმუშავდებათ  ინფორმაციის  მოძიების,დახარისხების,  ანალიტიკური  აზროვნების,სინთეზური  აზროვნების, შემოქმედებითი  და  კრიტიკული  აზროვნების  უნარ-ჩვევები. ისწავლიან   პროექტზე  მუშაობას,  შეისწავლიან   სხვადასხვა  კომპიუტერულ   პროგრამებს.
პროექტის   მსვლელობა:
საპროექტო  თემის  შერჩევის  შემდეგ, შეიქმნება  პროექტის გეგმა  და მისი   განხორციელების    ეტაპები,მოსწავლეებს    დავყოფ   ჯგუფებად.მოსწავლეთა   ერთ ჯგუფს  დაევალება   მოიძიონ   ინფორმაცია  თამარის  გამეფებასთან   დაკავშირებით.მეორე   ჯგუფს დაევალება  მოიძიონ  ინფორმაცია   თამარისსაშინაო  საგარეო   პოლიტიკის  შესახებ.მესამე   ჯგუფი     შექმნიან    საპრეზენტაციო   ფაილებს. თითოეული  ჯგუფი   დათქმულ  ვადაში  წარმოადგენსმოპოვებულ   მასალას.შეიქმნება   პროექტის ანგარიში და მოხდება  პროექტის  პრეზენტაცია.პროექტის   დასასრულს  მოსწავლეები  შეავსებენ   თვითშეფასების  ბარათებს.
ეროვნულ   სასწავლო   გეგმასთან   კავშირი
ისტ.  ისტორია
ისტ.IX.3მოსწავლეს შეუძლია დახასიათოსქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.
·                     ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
·                     ახასიათებს და ადარებს შუასაუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფომმართველობის ფორმებსა და სტრუქტურებსმსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ;
ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქისსაქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
·                     მსჯელობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთანსაქართველოს ეკონომიკურიურთიერთობების შესახებ.

No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა

მე-7 კლასი     ისტორია      თემა პეტრე  პირველის  რუსეთი სწავლების საფეხური მე 7  კლასი ...